ლაზარე გრიგორიადისისთვის ჯამში 28 000 ლარი შეგროვდა

„ლაზარესთვის 28,000 ლარი მოგროვდა ამ შაბათ-კვირას!” – ამის შესახებ აქტივისტი სალომე ბარკერი სოციალურ ქსელში წერს:

„აქედან თანხის უდიდესი ნაწილი წავა საადვოკაციო ხარჯებში, დანარჩენს კი, ბაბუა რაშიც გადაწყვეტს, იმაში მოახმარს ლაზარეს.

ჩარიცხულიდან ერთჯერადად ყველაზე მცირე იყო 1₾, ყველაზე მეტი კი 500₾ და ასევე 1000$, რომელიც ემიგრანტებმა შეაგროვეს და ერთად გამოგზავნეს.

ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ასობით თქვენგანმა ჩარიცხეთ და ასე გამოხატეთ მხარდაჭერა, რისთვისაც უდიდესი მადლობა”, – წერს სალომე ბარკერი.