„პოლიციელის ცოცხლად დაწვა ჰქონდა განზრახული, არავის ვაპატიებთ” – ღარიბაშვილი ლაზარე გრიგორიადისზე

„რამდენიმე დღის წინ პოლიციამ დააკავა პოლიციაზე თავდამსხმელი. გახსოვთ, ყველამ ნახა კადრები, ერთ-ერთმა ანარქისტმა როგორ ესროლა პოლიციას მოლოტოვის კოქტეილი, ანუ ამ ადამიანს განზრახული ჰქონდა პოლიციელის ცოცხლად დაწვა. მე გამოვედი და ვთქვი ჩემი პოზიცია, ამას არავის არ ვაპატიებთ. ეს არის მიუღებელი, წითელი ხაზი, რომელზეც ჩვენ ვიქნებით უკომპრომისო”

განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ლაზარე გრიგორიადისზე საუბრისას.