მინუს 610 ოკუპანტი ერთ დღეში | რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 175 160 (+610) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 03.04.2023-მდე ასეთია:

ტანკები – 3 619 (+1), ჯავშანტექნიკა – 6 993 (+7), საარტილერიო სისტემები – 2 694 (+7), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 527 (+0). საჰაერო თავდაცვის სისტემები – 280 (+1), თვითმფრინავი – 306 (+0), ვერტმფრენები – 291 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 2 262 (+13), ფრთოსანი რაკეტები – 911 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი –  5 553 (+16), სპეციალური ტექნიკა – 298 (+2).