ხანძარი დუბაიში | დაღუპულია 16 ადამიანი

უცხოური მედიის ცნობით, დუბაიში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს 16 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 9.

ცეცხლი ალ-რასის რაიონში, ხუთსართულიანი შენობის მეოთხე სართულზე გაჩნდა. დუბაის სამოქალაქო დაცვის ინფორმაციით, ხანძარი შენობის უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევამ გამოწვია.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.