უკრაინის ცა ღიაა, საჰაერო სივრცის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა – უკრაინის პრეზიდენტის აპარატი

უკრაინის თავზე ცა ღიაა, ხელისუფლებას არ მიუღია რაიმე გადაწყვეტილება საჰაერო სივრცის დახურვის შესახებ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ კირილო ტიმოშენკომ განაცხადა.

„უკრაინა მზადაა მხარი დაუჭიროს ავიაკომპანიებს, რომლებსაც შეექმნათ პრობლემები სადაზღვევო კომპანიებთან. უახლოეს მომავალში იქნება ინიცირებული მთავრობის გადაწყვეტილებები. ჩვენ, ასევე, გავაგრძელებთ საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას“, – წერს ტიმოშენკო.

მისივე თქმით, უკრაინის თავზე ცა ღიაა და ხელისუფლებას არ მიუღია რაიმე გადაწყვეტილება საჰაერო სივრცის დახურვის შესახებ.

„ჩვენ ვიყენებთ ფაქტებს და არა ვარაუდებს – ავიაკომპანიების უმეტესობა აგრძელებს მუშაობას შეზღუდვების გარეშე“, – აღნიშნა ტიმოშენკომ.