ეუთო – სპეციალური სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები უკრაინაში მუშაობას განაგრძობენ

ეუთოს ზოგიერთმა წევრმა სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ სპეციალურ სადამკვირვებლო მისიაში მათ მიერ მივლენილმა პირებმა უნდა დატოვონ უკრაინა მომდევნო დღეების განმავლობაში, – ამის შესახებ ეუთოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„სპეციალური სადამკვირვებლო მისია უკრაინაში არის სამოქალაქო მისია. საერთაშორისო მისიის წევრების უმრავლესობა მივლინებულია ეუთოს მონაწილე სახელმწიფოების მიერ. მივლინების სისტემა მონაწილე სახელმწიფოებს საშუალებას აძლევს თავად მიიღონ გადაწყვეტილებები მათ მიერ მივლინებული პირების ქვეყანაში ან მის ფარგლებს გარეთ გადაადგილების შესახებ.

სპეციალური სადამკვირვებლო მისია უდიდეს პრიორიტეტს ანიჭებს მთელი მისი პერსონალის უსაფრთხოებასა და დაცულობას და გააგრძელებს უსაფრთხოების სიტუაციის მუდმივ შეფასებას,”- ნათქვამია განცხადებაში.