17:00 საათზე სალომე ზურაბიშვილი ბრიფინგს გამართავს

17:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბრიფინგს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ბრიფინგის თემა უცნობია, თუმცა დიდი ალბათობით, პრეზიდენტი საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის სანქცირებული შვილის შემოსვლაზე ისაუბრებს.