უკრაინა ესპანეთისგან საველე ჰოსპიტალს და სამხედრო აღჭურვილობას მიიღებს

ესპანეთი უკრაინას 20 ჯავშანტრანსპორტიორს, საველე ჰოსპიტალს და Leopard 2A4 ტიპის 4 ტანკს გადასცემს, – ამის შესახებ ინფორმაცია  ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, მარგარიტა რობლესმა გაავრცელა.

ესპანეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით,  საველე ჰოსპიტალის გადაცემამდე უკრაინელი სამხედროები ესპანეთში შესაბამის მომზადებას გაივლიან.

” ჩვენი ვალდებულება, მხარი დავუჭიროთ უკრაინას სრული, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისკენ სწრაფვაში, მტკიცე დარჩება მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება”, – განაცხადა მარგარიტა  რობლესმა

უკრაინისთვის განკუთვნილი ჯავშანტრანსპორტიორები პოლონეთში 19 ივნისს ჩავა.