გურჯაანში სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია გრძელდება

გურჯაანში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება.

ძლიერი წვიმით გამოწვეულმა წყალდიდობამ მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. დაიტბორა ეზოები, ავტომობილები.   გარდა წყალდიდობისა,  რამდენიმე სოფელი დაისეტყვა.   სეტყვამ ვენახები  და ხეხილი დააზიანა.

ამ დროისთვის,   ქვა-ღორღისა და მოგლეჯილი ხეებისგან სავალი  გზების  გაწმენდის სამუაოები მიმდინარეობს.

გურჯაანში  მდინარე ნავთისხევი გუშინ ადიდდა და  მოვარდნილმა წყალმა აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან წაიღო გარემოვაჭრეთა დახლები და პროდუქტი.