ფორუმზე, სადაც პუტინი გამოვა, მობილური ინტერნეტი გაითიშება

სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის მონაწილეები მობილური ინტერნეტით სარგებლობას პლენარულ სხდომაზე ვერ შეძლებენ.მიზეზი პუტინის სიტყვით გამოსვლაა.

გავრცელებული ინფომრაციით,  ღონისძიების დროს მობილური ინტერნეტი გაითიშება,  რათა თავიდან იქნას აცილებული დრონებით შესაძლო თავდასხმები.

ინტერნეტთან წვდომა შეიზღუდა ,ასევე, პუტინის მისვლის გამო ევრაზიის კონგრესზე 7-დან 9 ივნისამდე, სოჭსა და ადლერში.