ქვეყნის საგარეო კურსს საფრთხე არ ემუქრება – ვოლსკი

არანაირი ნიშანი იმისა, რომ ქვეყნის საგარეო კურსს რაიმე ემუქრება, არ არსებობს – ამის შესახებ  პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

“სხვა მხრივ ამას ვერ გაამართლებ ისე, რომ მოსახლეობის და საზოგადოების რისხვა არ დაიმსახურო. აქედან გამომდინარეობს გააფთრებული, ისტერიული მტკიცება იმისა, თითქოს საგარეო კურსს რაიმე ემუქრება. რეალობაში, ამის არანაირი ნიშნები არ არის – პირიქით! საქართველომ უფრო ადრე გააფორმა ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან და უვიზო მიმოსვლა უფრო ადრე მიიღო, ვიდრე მოლდოვამ და უკრაინამ,“-აღნიშნა გია ვოლსკიმ.