პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებად გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე წარუდგინა

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის 2 ვაკანტურ თანამდებობაზე    კანდიდატურები წარუდგინა – ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებად გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე წარუდგინა.

უმრავლესობის ინიციატივით მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებით, ეროვნული ბანკის საბჭოში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი შემოდის.

სებ-ის ახალ  კანონს სალომე ზურაბიშილმა ვეტო დაადო.  “ქართულმა ოცნებამ” პრეზიდნეტის ვეტო 13 ივნისს დაძლია.