105 წლის რეკორდსმენი და მისი ფორმაში ყოფნის საიდუმლო (video)

ფრანგმა რობერტ მარშანმა 105 წლის ასაკში ახალი რეკორდი დაამყარა და ველორბოლაში ჩემპიონი გახდა. მან ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა, ერთ საათში 22,547 კილომეტრი გაიარა. სანახაობა მაყურებელმა პარიზის ახლოს მდებარე ველოდრომზე იხილა.

-„აქ იმდენი ხალხია, ემოციებს ვერ ვმალავ, ეს დაუჯერებელია“-განაცხადა აღელვებულმა სპორტსმენმა.

მარსანს უკვე ეკუთვნის რეკორდი 100 წელზე მეტ ადამიანებში. სპორტსმენმა ფორმაში ყოფნის საიდუმლოც გაამხილა და ნანაცხადა, რომ ეს არის დიეტა და ველოტრენაჟორი.

კომენტარის დატოვება