“დასავლეთი ფიქრობს, რომ საქართველოში არის რუსული ხელისუფლება” – ხაბეიშვილი

დასავლეთი ფიქრობს, რომ საქართველოში არის რუსული ხელისუფლება,  – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე   მთელი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

” ყველა საერთაშორისო შეხვედრაზე და რამდენიმე დღის წინ ავსტრიის ელჩთან გვქონდა პირადად შეხვედრა და იქაც დავაფიქსირე, რომ უმნიშვნელოვანესია ქართველმა ხალხმა მიიღოს კანდიდატის სტატუსი. რუსი ივანიშვილის გამო, რუსული ხელისუფლების გამო, ქართველი ხალხი იქნებ არ დაისაჯოს, მაგრამ მესმის რეალობა, მათ შორის ჩვენი პარტნიორების მხრიდან ნეგატიური დამოკიდებულება იგივე ფრენებზე, ლავროვების, პუტინების ვოიაჟებზე, სანქციებთან დაკავშირებით და მესმის, რომ დასავლეთი ფიქრობს, რომ საქართველოში არის რუსული ხელისუფლება და კი, ეს ასეც არის, შემდგარი ფაქტია, თუმცა ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ამიტომ, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველგან ლობირებს კანდიდატის სტატუსს, თუმცა მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას.”- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.