დანიამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა

დანიამ 2023-2028 წლებისთვის უკრაინის სამხედრო დახმარების კიდევ ერთი, 2.95 მილიარდი ევროს ღირებულების პაკეტი დაამტკიცა, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი „ტვიტერზე“ წერს.

მისი თქმით, ეს არის „შესანიშნავი ამბავია კოპენჰაგენიდან“.

„შესანიშნავი ამბავი კოპენჰაგენიდან. დანიამ 2023-2028 წლებისთვის უკრაინის სამხედრო დახმარების კიდევ ერთი, 2.95 მილიარდი ევროს ღირებულების პაკეტი დაამტკიცა. Leopard-ის ყოველი დაჭექება და CAESAR-ის ზალპი არის სამხედრო სალამი თქვენი პატივისცემის ნიშნად.“ – წერს რეზნიკოვი.