ლევან ბერძენიშვილს თავს დაესხნენ

ლევან ბერძენიშვილის თქმით, მას ილია ჭავჭავაძის გამზირზე  თავს დაესხნენ.

„ილიას უნივერსიტეტიდან გამოვედი, ლექციიდან, მივდიოდი მანქანისკენ. ქუჩაში შემხვდა მოქალაქე, დაახლოებით, „პიქსელის“ შენობასთან. მან დაიწყო ჩემი მისამართით – „მოღალატე“, „ერეკლე“, შენი დედა და ა.შ. როგორც ჩანს, მისი ამოცანა იყო, წყობიდან გამოვეყვანე – მეტ-ნაკლებად წარმატებულად. მე, რა თქმა უნდა, დედა არ მიგინებია. მოულოდნელად, ჯიბიდან კვერცხი ამოიღო. ჩვენთან, როგორც ჩანს, მოქალაქეები ასე დადიან, კვერცხით შეიარაღებულები. ეს არის ჩვეულებრივი ნაწილი იმ პროგრამისა, რომელიც მიმდინარეობს – ზურაბ ჯაფარიძე, ლევან ბერძენიშვილი – მე ვარ საქართველოს მტერი და ეს დებილი, წერა-კითხვის უცოდინარი, ვიღაც ამება, ეს კოსტავა, რომელიც მომიგზავნეს, საქართველოს პატრიოტი და მცველია?! “- განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა  ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან.

მისივე თქმით, მას თავს  ახალგაზრდა მამაკაცი დაესხა. ფაქტს სხვა მოქალაქეებიც შეესწრნენ, თუმცა ბერძენიშვილს არავინ გამოესარჩლა.