” პარტიების გაერთიანების მომხრე არ ვარ” – თაკო ჩარკვიანი

გახარიას პარტია არ უერთდება „ლელოს“, არითმეტიკით ეს უკვე მესამე ცენტრს გამორიცხავს,  – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

მისი თქმით, პარტიების გაერთიანებას არც თავად ემხრობა.

„ გახარიას პარტია არ უერთდება „ლელოს“, არითმეტიკით ეს უკვე მესამე ცენტრს გამორიცხავს. მესამე ცენტრი არ ვიცი, ალბათ, რაღაც ხალხს პოულობს, ცუდად ვიტყვი ახლა, ხომ იცით, რომ არ გამოვირჩევი ტკბილი სიტყვით, განადგურებული რომ ჰყავთ 150 ათასი კაცი, ოჯახები რომ აქვთ დატოვებული, აი, ალბათ, იმათგან შექმნიან მესამე ცენტრს”- აღნიშნა  თაკო ჩარკვიანმა.

“პარტიების გაერთიანების მომხრე მეც არ ვარ, არ ვაპირებ.  ლავროვის შვილმა რომ არ უნდა იგრიალოს საქართველოში, ვინც ეს გააპროტესტა იმათ იჭერენ, ზურა ჯაფარიძეს ტრენინგზე რომ მიჰყავს ახალგაზრდები ქვებს ესვრიან. ამ სამართლებრივ სისტემაში რა მესამე ცენტრზეა საუბარი“- განაცხადა  „კანონი და სამართლის“ ლიდერმა