“ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები არ გვყოფნის” – იური იგნატი

Shahed-ის ტიპის ირანული წარმოების უპილოტო საფრენმა აპარატებმა შეძლეს ქალაქ ლვოვამდე მიღწევა იმის გამო, რომ ქვეყანას ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებების დეფიციტია, – ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა იური იგნატმა განაცხადა.

„დღეს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები განლაგებულია იქ, სადაც ეს ყველაზე საჭიროა, ისინი იცავენ მსხვილ ქალაქებს, ინფრასტრუქტურის, ატომური ენერგეტიკის ობიექტებს და ფრონტის ხაზს. იმისთვის, რომ, ისრაელის სახელმწიფოს მსგავსად, ჩვენი ქვეყნის საჰაერო სივრცეც იყოს დაცული, ბანალურად ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები არ გვყოფნის“,- აღნიშნა იური იგნატმა.