სამართალი

ზურაბ ჯაფარიძე და მისი პარტიის წევრი ნიკა მოსიაშვილი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო

“გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და ამავე პარტიის წევრი ნიკა მოსიაშვილი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

მოსამართლე ირაკლი ჩიკაშუამ ზურაბ ჯაფარიძესა და ნიკა მოსიაშვილს ადმინისტრაციული სახდელის სახით 2 500 – 2 500 ლარი დააკისრა.

“გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე 8 მარტს, პარლამენტთან დააკავეს. მას “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს