“პოლიტიკოსი ვალდებული ხარ მსოფლიო პოლიტიკის თამაშის წესებს აუწყო ფეხი…”

ზაზა მჟავია

“პროგრესულ დემოკრატიული მოძრაობა”

-საქართველოს იმაზე კარგი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს ყველა სახელმწიფოსთან , ვიდრე ამ სახელმწიფოებს აქვთ ერთანეთთან, ეს არ ნიშნავს იმას რომ იდეაფიქსი რომელიმე ვექტორია, ესაა ზუსტად სამეზობლო პოლიტიკა, რომელიც ჩემი აზრით სახელმწიფოს პროგრესის გზაზე დააყენებს, სწორი, სახელმწიფოს ინტერესებს მორგებული საგარეო პოლიტიკა, სტრატეგია ურთიერთობებში, ეკონომიკური და დიპლომატიური თანამშრომლობა, რომელიც ისევ და ისევ საქართველოს ინტერესებს ემსახურება…

კიდე ერთხელ მინდა განვმარტო, რომ პოლიტიკაში არ არსებობს მუდმივი პარტნიორი და მუდმივი ოპონენტი, მუდმივი მტერი და მუდმივი მეგობარი, ეს ინტერესთა სფეროა, ეს კომპრომისების ხელოვნებაა და ყოველდღიურ ძმაკაცურ ურთიერთობებში ნუ გვერევა ზოგიერთებს, ეს ურთიერთობების , ლავირების და წარსულსა და მომავალში ჭვრეტის ხელოვნება და უნარია რაზეც უნდა აიგოს სახელმწიფოს სტრატეგიაც, მიმართულებაც, ვექტორიც და არსებობის დოქტრინაც. ცენტრისტულ მიმართულება, ზუსტად რომ ესაა სახელმწიფოს განვითარების და მშვიდობის საფუძველი, ზუსტად ესაა ის მიმართულება , რომელიც სახელმწიფოს პროგრესის გზაზე დააყენებს…

ასე, რომ მე თუ ჩემს კომენტარებში ვახმოვანებ იმას , რომ რუსეთთან აუცილებელია დალაპარაკება, ეს არ ნიშნავს მკვეთრ ვექტორს, ესაა ზუსტად რეგინში ნორმალური ურთიერთობა, გაწონასწორებული პოლიტიკა და სწორი დიპლომატია… პოლიტიკოსი ვალდებული ხარ მსოფლიო პოლიტიკის თამაშის წესებს აუწყო ფეხი, მოგწონს თუ არა შენ პიროვნულად ეს წესი, ეს პოლიტიკაა და ემოციას აქ ადგილი არ აქვს…

კომენტარის დატოვება