პატრიარქი: ეს წელიწადში ორჯერ ხდება…

პატრიარქის განცხადებით, 18 იანვარს, დილით საზეიმო წირვა ჩატარდება, რის შემდეგაც წყალს აკურთხებენ. 19 იანვარს კი მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს, სამების საკათედრო ტაძარში, 10 საათზე, უწმინდესი საზეიმო წირვას აღავლენს.

ეს წელიწადში ორჯერ ხდება. ნათლისღების წინა დღეს, ოთხშაბათს იქნება წირვა, ხოლო წირვის შემდეგ დიდი აიაზმის წესით წყლის კურთხევა. ოთხშაბათს საღამოს იქნება დიდი ლოცვა. ხოლო ხუთშაბათს არის ნათლისღების დღესასწაული და მეორე დიდი კურთხევა აიაზმისა” – ბრძანა ილია მეორემ.

კომენტარის დატოვება