ზელენსკის დავალებით, უკრაინის საგარეო უწყება საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვებას და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნებას სთავაზობს

უკრაინა საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვებას სთავაზობს.

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, უკვე დაავალა საგარეო საქმეთა სამინისტროს, დაუკავშირდეს საქართველოს ელჩს უკრაინაში, გამოხატოს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ძლიერი პროტესტი და შესთავაზოს უკრაინის დატოვება 48 საათის განმავლობაში საქართველოს დედაქალაქთან კონსულტაციებისთვის.

„ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ოფიციალურ თბილისს, შეწყვიტოს ეს დაცინვა და შეთანხმდეს სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე. ჩვენმა პარტნიორებმა ასევე შემოგვთავაზეს სხვადასხვა სამაშველო ვარიანტები.

დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს დავავალე, რომ დაურეკოს საქართველოს ელჩს უკრაინაში, გამოხატოს მის წინაშე ძლიერი პროტესტი და შესთავაზოს უკრაინის დატოვება 48 საათის განმავლობაში საქართველოს დედაქალაქთან კონსულტაციებისთვის.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცეს საჭირო მკურნალობისა და ზრუნვისთვის და მე მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს, არ უგულებელყოთ ეს ვითარება და გადაარჩინოთ ეს ადამიანი. ევროპაში არცერთ ძალას არ აქვს უფლება სიკვდილით დასაჯოს ადამიანები, სიცოცხლე არის ძირითადი ევროპული ღირებულება“, – წერს ზელენსკი.