მიხეილ სააკაშვილი – ამ წუთიდან უარს ვამბობ შიმშილობასთან დაკავშირებულ ყველანაირ მკურნალობაზე, ანალიზებზე, რეანიმობილის ბრიგადის მომსახურებასა და შემოწმებაზე

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან ახალ წერილს ავრცელებს, რითაც მე-12 პენიტენციური დაწესებულების უფროსს ზურაბ მოდებაძეს მიმართავს.

წერილში წერია, რომ მიხეილ სააკაშვილი უარს ამბობს შიმშილობასთან დაკავშირებულ ყველანაირ მკურნალობაზე, ანალიზებზე, რეანიმობილის ბრიგადის მომსახურებაზე და შემოწმებაზე.

„მე-12 ციხის, ივანიშვილის დილეგის უფროსს ზურაბ მოდებაძეს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება

ამ წუთიდან უარს ვამბობ შიმშილობასთან დაკავშირებულ ყველანაირ მკურნალობაზე, ანალიზებზე, რეანომობილის ბრიგადის მომსახურებაზე და შემოწმებებზე. მხოლოდ მივიღებ იმ წამლებს, რაც შიმშილობას არ უკავშირდება, სანამ შეხვედრათა ოთახს არ დაუბრუნებთ პირვანდელ სახეს და არ მომეცემა ჩემი პროცესუალური უფლებებით სარგებლობის საშუალება”, – წერია  სააკაშვილის მიმართვაში.