„შსს და პროკურატურა ამ წუთამდე არ შეხმიანებია შესაძლო მსხვერპლს – პატრიარქის ქორეპისკოპოსს!“

გუშინ არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში პატრიარქის ქორეპისკოპოსზე შესაძლო თავდასხმის შესახებ მისთვის მიწოდებულ ინფორმაციას ასაჯაროებდა იმ იმედით, რომ შესაბამისი სტრუქტურები დაინტერესდებოდნენ და ყურადღებას მიაქცევდნენ მიწოდებულ ინფორმაციას.

დღეს კი გამზარდია აგრძელებს თემას და ამბობს:

-„ერთადერთი უწყება, რომელიც დაინტერესდა პატრიარქის ქორეპისკოპოსზე შესაძლო თავდასხმის თემით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია აღმოჩნდა. არც პროკურატურა შეხმიანებია პატრიარქის ქორეპისკოპოსს, არც შინაგან საქმეთა სამინისტრო, არც სახალხო დამცველი.

პატივცემულო ხელისუფლებავ, არსებობს ინფორმაცია რომ შესაძლოა საქართველოს მოქალაქის ლიკვიდაციას გეგმავდნენ, სავარაუდო პირი გაუჩინარებული იყო თურმე 7 იანვრიდან, ასევე დააფიქსირეს ის პირი იმ ეპარქიაში-ბოდბეში, სადაც შესაძლოა იგეგმებოდა ბოდბის ეპისკოპოსის ლიკვიდაცია, შემდეგ ისევ ქრება ეს ადამიანი. 15 იანვარს ვრცელდება ინფორმაცია ქორეპისკოპოსის შესაძლო ლიკვიდაციის თემაზე, დასახელებული პირი რეალური პირი აღმოჩნდა, რომელი 16 იანვარს აღმოაჩინეს დასავლეთ საქართველოში.

ბევრი ფაქტი ერთმანეთზე საეჭვოდ ლაგდება და შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა კი ამ წუთამდე არ შეხმიანებია შესაძლო მსხვერპლს – პატრიარქის ქორეპისკოპოსს. არ გაკეთებულა არც ერთი ოფიციალური განცხადება. არც დადასტურებულა ინფორმაცია და არც უარყოფილა.

მე მგონია, რომ ამგვარი გულგრილობა მეტი ეჭვის შექმნას გამოიწვევს შესაბამისი უწყებების კუთხით და დასახელებულ რისკთან მიმართებაში“.

ცნობისთვის, არჩილ გამზარდიას დაუკავშირდა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის უფროსი და მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე გასაუბრების სურვილი გამოხატა.

 

კომენტარის დატოვება