მზექალა შანიძემ საკუთარი იუბილე ქველმოქმედებით აღნიშნა

  დღეს დიდი მეცნიერის, აკადემიკოსის,საზოგადო მოღვაწის, საქართველოს ქალთა საბჭოს თავმჯდომარის ქალბატონი მზექალა შანიძის დაბადების დღეა.

ღვაწლმოსილი ქალბატონი 91 წლის გახდა და მაინც ენერგიულად აგრძელებს საზოგადოებრივ საქმიანობას.

საქართველოს ქალთა საბჭო ვულოცავთ დიდ მეცნიერს დაბადების დღეს და მადლობას ვუხდით ერისა და ქვეყნის წინაშე გაწეული საქმიანობისათვის და ქველმოქმედებისათვის. მისი საქმიანობიდან გამომდინარე უცხო არავისთვის არის ქალბატონი მზექალას  მზურნელობა, ამიტომაც სიმბოლურია რომ  დღეს ქალთა საბჭოში ქალბატონმა მზექალამ იუბილე ისევ ქველმოქმედებით აღნიშნა და რაჭა–ლეჩხუმის ქალთა საბჭოს სოციალურად დაუცველთათვის სხვადასხვა სახის საქველმოქმედო ტვირთი გაუგზავნა.

მადლობა ამ დიდებულ ქალბატონს ასეთი განსხვავებული იუბილის აღნიშვნისათვის. მივბაძოთ ქალბატონ მზექალა შანიძეს და ყველამ საკუთარი დაბადების დღე მოყვასზე ზრუნვით და ქველმოქმედებით აღვნიშნოთ. ჩვენს ქალთა საბჭოში ეს ტრადიცია გაგრძელდება“-განაცხადა საქართველოს ქალთა საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა,  ქეთევან გაბრუაშვილმა.

 

 

 

 

 

კომენტარის დატოვება