ვილნიუსში ნატოს სამიტზე უკრაინამ მაქსიმალური შესაძლო შედეგი მიიღო,საქართველო კი ჩამორჩება ხელისუფლების უმოქმედობის გამო – გიორგი გახარია

ვილნიუსში ნატოს სამიტზე უკრაინამ მაქსიმალური შესაძლო შედეგი მიიღო. საქართველო ჩამორჩება ხელისუფლების მავნე უმოქმედობის გამო, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერიმა გიორგი გახარიამ  სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“დაწერა.ის ვილნიუსში გამართულ ნატოს სამიტს გამოეხმაურა.

მისივე განცხადებით, ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია საქართველოს გრძელვადიანი მშვიდობის ერთადერთი გარანტიაა.

„რადგან ქართველი ხალხი მისკენ ისწრაფვის, მიზანს აუცილებლად მივაღწევთ,“ – წერს გახარია.