“თავის დროზე უკრაინა და საქართველო რომ გამხდარიყვნენ ნატო-ს წევრები, დღეს უკრაინაში არ იქნებოდა ომი” – ირაკლი კობახიძე

თავის დროზე უკრაინა და საქართველო რომ გამხდარიყვნენ ნატო-ს წევრები, დღეს უკრაინაში არ იქნებოდა ის ომი, რომელიც დღეს მიმდინარეობს,  – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისთვის მზაობა ნატო-ს მხრიდან არ არის.

„ყველა თვალსაზრისით ვართ ჩვენ ამისთვის მზად, თუმცა მზაობა არ არის მეორე მხარეს. თქვენ ხედავთ, რომ ამის მზაობა არ იყო არც 2006 წელს, არც 2008 წელს, არც 2012 წელს, არც ამის შემდეგ. ამას აქვს პოლიტიკური საფუძველი. ჩვენ ვერ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა არის ამის მიზეზი, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თავის დროზე უკრაინა და საქართველო რომ გამხდარიყვნენ ნატო-ს წევრები, დღეს უკრაინაში არ იქნებოდა ის ომი, რომელიც დღეს მიმდინარეობს“, – განაცხადა კობახიძემ.