ჯო ბაიდენმა პენტაგონს ევროპაში 3 000-მდე რეზერვისტის გაგზავნის უფლება მისცა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, პენტაგონს უფლება მისცა, ევროპაში 3 000-მდე რეზერვისტი გააგზავნოს,­ – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

განკარგულების თანახმად, რეზერვისტები ოპერაცია Atlantic Resolve-ში ჩაერთვებიან, რომელიც ნატო-სა და მის აღმოსავლეთ ფლანგს აძლიერებს.

ახლახან ხელმოწერილი აღმასრულებელი ბრძანება Atlantic Resolve-ს განსაზღვრავს, როგორც საგანგებო ოპერაციას, რომელიც რეზერვისტებს იგივე პრივილეგიას ანიჭებს, რასაც მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებს.

აშშ-ს ევროპაში 100 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ჰყავს განლაგებული. მათი რაოდენობა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა.