პოლიტიკა

“შეიძლება სხვადასხვა სახელი დაირქვან, მაგრამ ყველას ერთი პატრონი ჰყავს” – კახა კალაძე ოპოზიციაზე

შეიძლება სხვადასხვა სახელი დაირქვან, მაგრამ ყველას ერთი პატრონი ჰყავს, ერთი ხერხემალი აქვთ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით,  მას მხოლოდ თავისი პარტიის საქმიანობა აინტერესებს.

 

„ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ – ეს ადამიანები, ოპოზიციის წევრები, ერთი მსოფლმხედველობის არიან. თავის დროზე ეს მთლიანად ერთი პარტია იყო. შემდეგ ცალკეულ პოლიტიკურ პარტიებად დაიშალნენ და ისე წარდგნენ. ახლაც ყველანი ერთი პატრონაჟის ქვეშ არიან. შეიძლება სხვადასხვა სახელი დაირქვან, მაგრამ ყველას ერთი პატრონი ჰყავს.

ისინი როგორ წარდგებიან საზოგადოების წინაშე, მე ეს არ მაინტერესებს. მე მაინტერესებს მხოლოდ ჩემი პარტია, რა სიახლეები ექნება მას, რა ახალ პროექტებს განახორციელებს და ა.შ.” – განაცხადა  კალაძემ.