ავსტრალია რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს

ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანამ რუსეთის ფედერაციას დამატებითი სანქციები დაუწესა. სანქციები რუსეთისთვის ეკონომიკური და სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე იურიდიულ და ფიზიკურ პირების წინააღმდეგ არის მიმართული.

უწყებაში განმარტავენ, რომ სასანქციო სიაშია რუსული კომპანიები, რომლებიც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალებისთვის მოწინავე ტექნოლოგიების, ელექტრონიკის და მოწყობილობის მიწოდებას ახორციელებენ. შეზღუდვები, ასევე, ატომური ენერგეტიკისა და არქტიკაში რესურსების მოპოვების დარგში მომუშავე კომპანიებს შეეხება.

„ასევე, სიაში რუსეთის ფედერაციის უმსხვილესი თავდაცვითი საწარმოები შევიდნენ, მათ შორის სამხედრო ვერტმფრენების მწარმოებელი – „რუსეთის ვერტმფრენები“ და მისი გენერალური დირექტორი“, – ნათქვამია განცხადებაში.