„დღეს ყველამ იცის, მაგრამ ვერ ბედავენ ხმამაღლა თქმას, რომ ეს სტრატეგია ჩავარდა” – ვიქტორ ორბანი

უკრაინის ომთან დაკავშირებით ევროკავშირის სტრატეგია ჩავარდა და ბლოკმა უნდა შექმნას გეგმა „ბ“, რადგან უკრაინელები ფრონტზე ვერ გაიმარჯვებენ, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

„დღეს ყველამ იცის, მაგრამ ვერ ბედავენ ხმამაღლა თქმას, რომ ეს სტრატეგია ჩავარდა. აშკარაა, რომ ეს არ იმუშავებს, უკრაინელები ფრონტზე ვერ გაიმარჯვებენ“, – აღნიშნა ორბანმა და დასძინა, რომ საჭიროა გეგმა „ბ“ და შესაბამისი ხარჯების აღრიცხვა.