“მტერი მარტივი არ არის და არ გამარტივდება, მაგრამ უკრაინა უნდა გახდეს და გახდება – უფრო ძლიერი” – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყანა ზრდის სამხედრო შესაძლებლობებს და ომის უკრაინის გამარჯვებით დასრულებას ხედავს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ყველამ უნდა გავაცნობიეროთ: მტერი მარტივი არ არის და არ გამარტივდება, მაგრამ უკრაინა უნდა გახდეს და გახდება – უფრო ძლიერი. ზუსტად ისე, რომ ისტორიაში სამუდამოდ დავაფიქსიროთ: რუსეთის იმპერია აღარასდროს მოვა უკრაინის მიწაზე“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.