“პრეზიდენტი ჩართული იყო მავნებლურ კამპანიაში, რაც გულისხმობდა საქართველოსგან კანდიდატის სტატუსის დაუმსახურებლობის იდეის პროპაგანდირებას” – მიხეილ სარჯველაძე

“პრეზიდენტი ჩართული იყო მავნებლურ კამპანიაში, რაც გულისხმობდა საქართველოსგან კანდიდატის სტატუსის დაუმსახურებლობის იდეის პროპაგანდირებას”,- ამის შესახებ­ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

“მას შემდეგ რაც პრეზიდენტის პოზიციების ტრანსფორმაცია ვიხილეთ და ერთ მხარეს აღმოჩნდა იმ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც, გახსოვთ,როგორ მოიხსენიებდნენ მას, გახსოვთ, ასევე, რამდენიმე ინციდენტი, რასაც დაუკავშირდა იმპიჩმენტის პროცედურა. ასევე, პრეზიდენტი ჩართული იყო მავნებლურ კამპანიაში, რაც გულისხმობდა საქართველოსგან კანდიდატის სტატუსის დაუმსახურებლობის იდეის პროპაგანდირებას, ასეთ ფონზე, მე არ მგონია, რომ პრეზიდენტს ჰქონდეს მაინც და მაინც დიდი პერსპექტივები, მორალურ უფლებაზე აღარ ვსაუბრობ, რომ დარჩეს ქართულ პოლიტიკაში. რაც არ უნდა საინტერესო ყოფილიყო ოპოზიციური ფლანგის გასაძლიერებლად ასეთი ცუდი მოსაზრებების გაზიარება, ეს მას არ უნდა გაეკეთებინა , თუ ჰქონდა სურვილი, საქართველოს პოლიტიკაში დარჩენილიყო,”– განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.