უკრაინელებს აქვთ მათთვის ხელმისაწვდომი რამდენიმე ვარიანტი და შეგვიძლია ველოდოთ, რომ გააგრძელებენ ზეწოლის განხორციელებას- ლოიდ ოსტინი უკრაინის კონტრშეტევაზე

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, უკრაინას, მიმდინარე კონტრშეტევის დროს, მოქმედების რამდენი ვარიანტი აქვს.

ოსტინმა არ გააკეთა კომენტარი კონტრშეტევის სტატუსზე ან ბრძოლის კონკრეტულ დეტალებზე, მაგრამ აღნიშნა, რომ უკრაინა „ინარჩუნებს პირად შემადგენლობასა და აღჭურვილობას“.

”ჯერ კიდევ აქვთ მათთვის ხელმისაწვდომი რამდენიმე ვარიანტი და შეგვიძლია ველოდოთ, რომ გააგრძელებენ ზეწოლის განხორციელებას,” – განაცხადა ოსტინმა.

მისი თქმით, უკრაინა კარგად არის მომზადებული იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოს.

”უკრაინა კარგად არის მომზადებული და გაწვრთნილი იმისთვის, რომ წარმატებული იყოს და გასულ კვირას გითხარით, ისინი იბრძოდნენ, მუშაობდნენ დანაღმული ველებისა და სხვა დაბრკოლებების გადასალახად, მაგრამ მათ ჯერ კიდევ აქვთ დიდი საბრძოლო ძალა ”, – აღნიშნა ოსტინმა.

მანამდე CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ სამხრეთ-აღმოსავლეთ ფრონტზე კონტრშეტევაში დამატებითი ძალები ჩართო, რაც ტელეკომპანიის წყაროს შეფასებით, იმის ნიშანია, რომ მათ რუსეთის თავდაცვითი ხაზების პოტენციური სისუსტეები დაადგინეს