საქართველოდან რუსეთის მიმართულებით დღეში მხოლოდ 4 რეისი სრულდება, ნატო-ს წევრი ქვეყნები კი, დღეში 100-მდე რეისსაც ასრულებენ- ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოდან რუსეთის მიმართულებით დღეში მხოლოდ 4 რეისი სრულდება, ნატო-ს წევრი ქვეყნები კი, დღეში 100-მდე რეისსაც ასრულებენ.

კობახიძის განმარტებითვე, სასაცილოა ის მოსაზრება, თითქოს საქართველოდან ფრენების განხორციელებით რუსეთმა „ამოისუნთქა“.

„საქართველოდან დღის განმავლობაში, საშუალოდ, 4 რეისი სრულდება, მაშინ როცა, თურქეთში, რომელიც ნატო-ს და ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, დაახლოებით, 100 რეისი სრულდება, აზერბაიჯანში დაახლოებით – 25, სომხეთში დაახლოებით – 25, სხვა ქვეყნებს აღარ გავყვები, ისრაელს, შუა აზიას და ა.შ. ამ ფონზე, ჩვენმა 4-მა რეისმა, რომ რუსეთს ამოსუნთქვის საშუალება მისცა, ეს ხომ სასაცილოა, უბრალოდ სასაცილოა, ეს ყველაფერი, მეტი კომენტარი რა უნდა გავაკეთო, უბრალოდ, არ ვიცი. ჩვენი 4 რეისით რომ თურმე რუსეთმა ამოისუნთქა, მაშინ, როცა აგერ, ნატო-ს წევრ ქვეყნებში დღეში 100-ჯერ დაფრინავს, ეს უბრალოდ ღიმილის მომგვრელი და სასაცილოა“, – განაცხადა კობახიძემ.