დღეს „ენერგო – პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 2 აგვისტოს, 09:00-საათიდან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება აბონენტებს სოფელ გლდანში ქერჩის, აღმაშენებლის, კულა გლდანელის, წერეთლის, ფოროსმანის და მიმდებარე ქუჩებზე, ლელუბანში, მამკოდაში, მშრალხევში, თიანეთის გზატკეცილზე.

10:00 საათიდან 20:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს გუდაურში და დუშეთის მუნიციპალიტეტშის სოფლებში გუდაური, ქუმლისციხე, დარიალი, ციხისძირი, ეთურნი, ზემო მლეთა, ზაქათკარი. 12:00-დან 12:15 საათამდე – აბონენტებს სოფლებში აბანოსხევი, ჭოპორტი, ბულაჩაური, წითელსოფელი, ახატანი, დავათი, მაღრანი, ნოკორნა, წითურები, ქვემო და ზემო ღარისწყალა, ქერიაანთკარი, ნოჯიკეთი, ნოჯა, ლაფანაანთკარი, კოშკასყელი, ლაშარის ჯვარი და მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე მცხეთის და თბილისის ადმინისტრაციაში შემავალ სოფლებში ცხვარიჭამია, კევლიანი, თეზამი, ბურიანი, წინამძღვრიანთკარი, ნავდარაანთკარი, კოტორაანთკარი, ზაქარო, მისაქციელი, ნაოზა, ახალუბანი, ლელუბანი, გლდანი და მიმდებარე სოფლებში.

21:00-დან 22:00 საათამდე დენი გაეთიშებათ აბონენტებს საგურამოში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.