“ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ წაყენებული ბრალი როგორ დასრულდება, ეს მხოლოდ მათი გადასაწყვეტია, ჩვენ კი უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ კანონის ძალით პასუხი მოეთხოვოს ყველას, ვინც ეცდება არჩევნების შედეგების გაყალბებას” – დიმიტრი ხუნდაძე

ტრამპის წინააღმდეგ წაყენებული ბრალი როგორ დასრულდება, ეს მხოლოდ მათი გადასაწყვეტია, ჩვენ კი უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ კანონის ძალით პასუხი მოეთხოვოს ყველას, ვინც ეცდება არჩევნების შედეგების გაყალბებას, – ამის შესახებ „ხალხის ძალის” ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა,

ის წერს, რომ  აუცილებელია,  საქართველოშიც კანონის ძალით პასუხი მოეთხოვოს ყველას, ვინც არჩევნების შედეგების გაყალბებას შეეცდება.

ამერიკაში დონალდ ტრამპის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება არჩევნების შედეგების გაყალბების პროპაგანდასთან დაკავშირებით ნიშნავს იმას, რომ 2024 წელს ვერცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ დამკვეთებთან ერთად, საქართველოში არჩევნებს ვეღარ გააყალბებენ.

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ წაყენებული ბრალი როგორ დასრულდება, ეს მხოლოდ მათი გადასაწყვეტია, ჩვენ კი უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ კანონის ძალით პასუხი მოეთხოვოს ყველას, ვინც ეცდება არჩევნების შედეგების გაყალბებას. ეს არის ხალხის ხმების ქურდობა, ხალხის მიერ გაკეთებული არჩევანის წართმევა. ეს არის არა მხოლოდ ანტიდემოკრატიული ქმედება, არამედ – დანაშაული, რომელიც უნდა იყოს მკაცრად დასჯადი. სხვა შემთხვევაში, ჩვენ ვერ ავაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება გამორჩეული ამომრჩეველთა აქტიურობითა და ისტორიული გადაწყვეტილებით – მისცენ ქვეყანას მშვიდობის შენარჩუნების, ტერიტორიული მთლიანობის, ეკონომიკური აღმავლობისა და ძლიერი ევროპული სახელმწიფოს აღმშენებლობის გარდაუვალი შანსი.

მჯერა, ჩვენ გვექნება გრძელვადიანი მანდატი ქართველი ამომრჩევლისგან”, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.