“ფაქტი ხომ არის ის რომ ISFED-მა პარალელური დათვლები გააყალბა. ხომ არის ფაქტი?! ეს იყო უდიდესი დანაშაული. ზუსტად ეგ არის ძალიან დიდი უბედურება, როდესაც კონკრეტულ დანაშაულში გამოიჭერენ ადამიანებს და მას აფასებენ, როგორც უზუსტობას” – კახა კალაძე

ფაქტი ხომ არის ის, რომ ISFED-მა პარალელური დათვლის შედეგები გააყალბა. ხომ არის ფაქტი?! ეს იყო უდიდესი დანაშაული. ზუსტად ეგ არის ძალიან დიდი უბედურება, როდესაც კონკრეტულ დანაშაულში გამოიჭერენ ადამიანებს და მას აფასებენ, როგორც უზუსტობას, შეცდომას,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა  კახი კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით,   ყველაფერი, რაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ხდებოდა, დაგეგმილი იყო და მიზანმიმართული ნაბიჯი იდგმებოდა იმისთვის, რომ ქვეყანაში ხელისუფლება შეცვლილიყო, თუნდაც ISFED-ის გაყალბებული კვლევებით.

„ყველამ ძალიან კარგად იცოდა, რომ ეს იყო გაყალბებული და მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ ლიდერებმა აღნიშნული გაყალბებული კვლევა გამოააშკარავეს, მოისმინეთ რაიმე განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმეს ბოდიში მოეხადა, რომ ეს იყო უდიდესი შეცდომა. რით შემოიფარგლნენ? ქართველი ხელმძღვანელი ვინც იყო, გაათავისუფლეს და ამით ვითომ ყველაფერი დამთავრდა. ვინ აფინანსებდა ამას, საიდან მოდიოდა ეს დაფინანსება? ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება. იგივე სააკაშვილის “შემოტანა”, როგორც განუბაჟებელი ტვირთი – ეს ყველაფერი დაგეგმილი იყო იმისთვის, რომ ქვეყანაში არეულობა მოეწყოთ, დაპირისპირება მომხდარიყო, ხელისუფლება ჩამოეგდოთ. ყველანაირი მეთოდით მზად არიან, რომ დღესაც მოახდინონ ეს ყველაფერი, მაგრამ არავის არაფერი გამოუვა, იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანები კარგად ხედავენ, რა პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო“ და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა კარგად ხედავს, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა და სიმშვიდის შენარჩუნება.

მე ხომ არაფერს ვიგონებ. ფაქტი ხომ არის ის რომ ISFED-მა პარალელური დათვლები გააყალბა. ხომ არის ფაქტი?! ეს იყო უდიდესი დანაშაული. ზუსტად ეგ არის ძალიან დიდი უბედურება, როდესაც კონკრეტულ დანაშაულში გამოიჭერენ ადამიანებს და მას აფასებენ, როგორც უზუსტობას, შეცდომას. რა შეცდომაზეა საუბარი, ქვეყანა კინაღამ ააყირავეს. არ გახსოვთ, რა ხდებოდა და რა კამპანია იყო?!“, – განაცხადა კალაძემ.