“უმძიმესი სანახავია ის, რომ რაც პუტინმა მაშინ ტანკებით ვერ შეძლო, ახლა ბიძინა ივანიშვილის  რეჟიმისა და დღევანდელი ხელისუფლების ხელით მიღწეული აქვს” – ლევან ხაბეიშვილი

უმძიმესი სანახავია ის, რომ რაც პუტინმა 2008 წელს ტანკებით ვერ შეძლო, ახლა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისა და დღევანდელი ხელისუფლების ხელით მიღწეული აქვს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე , პარტიის ლიდერებთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მებრძოლებისთვის პატივის მისაგებად მივიდა.

“2008 წლის აგვისტომ ომის დროს გმირებმა შეძლეს და ტერორისტ პუტინს წინააღმდეგობა გაუწიეს. უმძიმესი სანახავია ის, რომ რაც პუტინმა მაშინ ტანკებით ვერ შეძლო, ახლა ბიძინა ივანიშვილის  რეჟიმისა და დღევანდელი ხელისუფლების ხელით მიღწეული აქვს. თითოეული ქართველის ვალია, რომ ამ ბიჭების ვაჟკაცობა დაფასდეს. 15 წლის თავზე არ უნდა გვქონდეს ისეთი რეალობა, რომ რუსული საოკუპაციო რეჟიმის პირობებში ვიღვიძებდეთ. დიდება გმირებს! მე დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ, თავისუფლებისთვის ბრძოლაში ქართველი ხალხი გაიმარჯვებს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.