“ამ მძიმე დღეებში ჩვენი სოლიდარობა ერთიანი უნდა იყოს, თუმცა ამ ფონზეც დეზინფორმაციასთან ბრძოლა გვიწევს” – გურამ მაჭარაშვილი

ამ მძიმე დღეებში ჩვენი სოლიდარობა ერთიანი უნდა იყოს, თუმცა ამ ფონზეც დეზინფორმაციასთან ბრძოლა გვიწევს,- ამის  შესახებ  უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სოციალურ ქსელებში მათ შორის კახი კალაძესთან, ირაკლი კობახიძესთან ,პრემიერთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციის წინააღმდეგ სიტყვები ძნელად მისაძებნია.

„უმძიმესი ტრაგედიის შედეგად ადამიანები გარდაიცვალნენ. პირველივე წუთებიდან ჩართულია როგორც სამაშველო სამსახური, ისე ბევრი სამინისტრო – პირველი პირების ჩართვით. 24-საათიან რეჟიმში მიდის იმ ადამიანების ძებნა, ვისაც ვერ დაუკავშირდნენ. ამ მძიმე დღეებში ჩვენი სოლიდარობა ერთიანი უნდა იყოს, თუმცა ამ ფონზეც დეზინფორმაციასთან ბრძოლა გვიწევს. სოციალურ ქსელებში მათ შორის კახი კალაძესთან, ირაკლი კობახიძესთან ,პრემიერთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციის წინააღმდეგ სიტყვები ძნელად მისაძებნია. ფაქტები ყველაფერზე მეტყველებს – ადგილზე არიან ოჯახის წევრები და ხედავენ, რას აკეთებენ სახელმწიფო სტრუქტურები და ადამიანები, ვინც ამ პროცესში არიან ჩართული“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში, მეწყრის ჩამოწოლას მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 18 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამ დრომდე ეძებენ დაკარგულებს.