რუსმა სამხედროებმა ნიკოპოლი დაბომბეს

რუსმა სამხედროებმა ნიკოპოლი დაბომბეს, დაიღუპა 18 წლის მამაკაცი, ამის შესახებ ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, სერგეი ლისაკი ავრცელებს.

„ნიკოპოლი და მარგანეცის თემი მძიმე არტილერიით სამჯერ დაიბომბა. დაღუპულია 18 წლის ახალგაზრდა, სამი ადამიანი დაშავდა“, – განაცხადა ლისაკმა.

მისივე თქმით, ასევე დაზიანებულია ეკლესია, 5 კერძო სახლი და რამდენიმე ელექტროგადამცემი ხაზი.