“შესაძლოა ხრიკს მიმართონ და ინტერპელაცია გადაიწიოს – მინისტრი ან ავად გახდეს ან საზღვარგარეთ წავიდეს” – სერგო ჩიხლაძე

შესაძლოა ხრიკს მიმართონ და ინტერპელაცია გადაიწიოს – მინისტრი ან ავად გახდეს ან საზღვარგარეთ წავიდეს, თუმცა როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ინტერპელაცია დაგვიანებით მაინც გაიმართება, – ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მთავარი ბერკეტი მაინც დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაა, რადგან საგამოძიებო კომისია არის კომპლექსური და შესაძლებელია ყველა მინისტრისა და შესაბამისი სფეროს ყველა წარმომადგენლის დაბარება და გამოკითხვა.

„ინტერპელაცია პარლამენტში აუცილებლად შედგება. შესაძლოა ხრიკს მიმართონ და ინტერპელაცია გადაიწიოს – მინისტრი ან ავად გახდეს ან საზღვარგარეთ წავიდეს, თუმცა როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ინტერპელაცია დაგვიანებით მაინც გაიმართება. მთავარი ბერკეტი მაინც დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაა, რადგან საგამოძიებო კომისია არის კომპლექსური და შესაძლებელია ყველა მინისტრისა და შესაბამისი სფეროს ყველა წარმომადგენლის დაბარება და გამოკითხვა. კითხვები, პირველ რიგში, არსებობს პრემიერ-მინისტრისადმი და შემდეგ მთელი კაბინეტის მიმართ“, – განაცხადა ჩიხლაძემ.