“დისკუსია უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე მისი ტერიტორიების ნაწილის დათმობის სანაცვლოდ აბსოლუტურად მიუღებელია” – ოლეგ ნიკოლენკო

დისკუსია ტერიტორიების ნაწილის დათმობის სანაცვლოდ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე აბსოლუტურად მიუღებელია, – ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო ნატო-ს გენერალური მდივნის აპარატის ხელმძღვანელის, სტიან იენსენის განცხადებას, რომ რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობა შეიძლება კიევისთვის მშვიდობის მიღწევისა და ნატო-ში გაწევრიანების გზა იყოს.

“დისკუსია უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე მისი ტერიტორიების ნაწილის დათმობის სანაცვლოდ აბსოლუტურად მიუღებელია. ყოველთვის ვთვლიდით, რომ ალიანსი, ისევე როგორც უკრაინა, ტერიტორიებით არ ვაჭრობს”, – დაწერა ნიკოლენკომ “ფეისბუქზე”.

მისი თქმით, ნატო-ს ოფიციალური პირების შეგნებული თუ გაუცნობიერებელი ჩართულობა უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობის შესახებ ნარატივის ფორმირებაში რუსეთის ინტერესებშია.