“შემოღებულ იქნა „სტატუს ნეიტრალური“ დოკუმენტი, რომელიც ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს შეეძლოთ გამოეყენებინათ – სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ეს პოლიტიკაც დაივიწყა” – თინა ბოკუჩავა

შემოღებულ იქნა ე.წ. “სტატუს ნეიტრალური” დოკუმენტი, რომელიც ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს შეეძლოთ გამოეყენებინათ. სამწუხაროდ, დღევანდელმა ხელისუფლებამ ეს პოლიტიკაც დაივიწყა და ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არაფერი შესთავაზა , – ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ის აღნიშნული განცხადებით საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული რუსული პასპორტების არ აღიარებასთან დაკავშირებით შვეიცარიის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

„შემოღებულ იქნა ე.წ. “სტატუს ნეიტრალური” დოკუმენტი, რომელიც შეეძლოთ ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს გამოეყენებინათ, მათ შორის, საერთაშორისო მიმოსვლისთვის და ჩვენი ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებდა იმისთვის, რომ ოკუპირებულ რეგიონებში, რუსული ოკუპაციის პირობებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საერთაშორისო მიმოსვლის შანსი ჰქონოდათ. სამწუხაროდ, დღევანდელმა ხელისუფლებამ ეს პოლიტიკაც დაივიწყა და ამის სანაცვლოდაც ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არაფერი შესთავაზა“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

შვეიცარია რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გაცემულ პასპორტებს არ აღიარებს. შესაბამისი განცხადება შვეიცარიის ფედერალური საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.