გაბედოს „ქართულმა ოცნებამ“ და საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩააგდოს, პირდაპირ ის იქნება პასუხისმგებელი იმ ადამიანების ოჯახების წინაშე, ვინც შოვში სტიქიას ემსხვერპლა – რომან გოცირიძე

გაბედოს „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ და შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩააგდოს – პირდაპირ ის იქნება პასუხისმგებელი ხალხისა და იმ ადამიანების ოჯახების წინაშე, ვინც სტიქიის შედეგად დაიხოცა! – ასეთია პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ ხელმძღვანელის,რომან გოცირიძის პოზიცია.

„გამოსაყენებელია ყველა მექანიზმი, რასაც პარლამენტში შეიძლება ჰქონდეს ადგილი – იქნება მინისტრის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით დაბარება თუ კომიტეტზე დაბარება, სადაც არ მოდიან რადგან საკომიტეტო მოსმენა უფრო მწვავე შეიძლება იყოს და ეშინიათ. თუკი უმრავლესობა საკითხს ჩააგდებს, ის იქნება პასუხისმგებელი ყველა იმ დანაშაულზე, რაც შოვთან დაკავშირებით იკვეთება. პირდაპირ არღვევენ კონსტიტუციას, როცა აპირებენ ხელი შეუშალონ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას. იქ, სადაც კომისიის შექმნა არ უნდათ, ავლენენ იმას, რომ პირდაპირ მათი დანაშაული იკვეთება”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.