“როცა „რუსული ოცნება“ რუსულ სტილში, პუტინის სტილში თავს ესხმის აშშ- ის ელჩს, ის თავს ესხმის საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს” – თინა ბოკუჩავა

როცა „რუსული ოცნება“ პუტინის სტილში თავს ესხმის აშშ-ის ელჩს, ის თავს ესხმის საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხდა.

მან კელი დეგნანთან დაკავშირებით უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადება შეაფასა.

„ეს ადამიანი წარმოადგენს აშშ-ს, გააჩნია უმაღლესი სახელმწიფო ლეგიტიმაცია და როცა „რუსული ოცნება“ რუსულ სტილში, პუტინის სტილში თავს ესხმის აშშ- ის ელჩს, ის თავს ესხმის საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, მაგრამ ეს გასაკვირი არ არის, როცა „რუსული ოცნება“ თავს ესხმის ევროპულ არჩევანს. არშემდგარი პოლიტიკოსი, ივანიშვილის პაიკი როცა საუბრობს აშშ -ის ელჩზე ამ ტონალობაში, ეს ადასტურებს, რომ ის საკუთარი უმეცრებით კი არ ესხმის თავს ელჩს სამარცხვინო, მდაბიო ტერმინოლოგიით, არამედ ის არის რუსული რეჟიმის დავალების შემსრულებელი, ეს სჩვევიათ სწორედ პუტინის პაიკებს და ანალოგს ვხედავთ ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, სადაც ივანიშვილის პაიკები რუსულ სტილში თავს ესხმიან საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს,“ – განაცხადა ბოკუჩავამ.