რესურსცენტრებში შემცირებები გრძელდება, მცირდება იურისტის შტატი

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, საგანმანათლებლო რესურცენტრებში განათლების სპეციალისტის რაოდენობა გაიზარდება.

ამის შესახებ ალექსანდრე ჯეჯელავამ EDU.ARIS.GE-ს იმ კითხვაზე პასუხად განუცხადა, რომლის თანახმად, ჩვენი ინფორმაციით, რესურსცენტრებში პედაგოგის ახალი შტატი უნდა გაჩნდეს და პროფორიენტატორის ფუნქციაც გარკვეულწილად ამ კადრმა უნდა შეითავსოს.

„განათლების სპეციალისტის შტატი დაემატება, როგორიც ჰყავთ ახლა, ანუ დაემატება მეორე და ზუსტად იმავე ფუნქციებს შეასრულებს, როგორსაც ახლა განათლების სპეციალისტი ასრულებს და ის არანაირად არ შეითავსებს პროფორიენტაციის ფუნქციებს“,-  განაცხადა ჯეჯელავამ.

აღნიშნული სიახლის პარალელურად, საგანმანათლებლო რესურსცენტრებში მინისტრის მიერ დაანონსებული შემცირებები დაწყებულია. მცირდება იურისტის შტატი. გაუქმებული პროფორიენტაციის დეპარტამენტის ფუნქციის გადანაწილების შესახებ კი ჯერ დეტალები ცნობილი არ არის. დაანონსებულია, რომ აღნიშნულ ფუნქციას პედაგოგები შეითავსებენ.

წყარო:  edu.aris.ge

 

კომენტარის დატოვება