რუსეთში გამოვლენილი 87,147 შემთხვევა უკვე ჩინეთს აჭარბებს

27 აპრილის მონაცემებით რუსეთში ამ ეტაპზე უფრო მეტი დაინფიცირებულია, ვიდრე ჩინეთშია დაფიქსირებული ამ დრომდე. ბოლო 24 საათში რუსეთის ფედერაციაში სულ 6198 ახალ;ი შემთხვევა გამოვლინდა. 50 კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მოსკოვის კორონავირუსის მართვის შტაბი ავრცელებს. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ დაავადებულთა 43,3% არ აღენიშნებოდა დაავადების კლინიკური ნიშნები.

“ამ დროისთვის რუსეთის 85 რეგიონში აღირიცხა კორონავირუსის 87,147 შემთხვევა. მთელი პერიოდის განმავლობაში დაფიქსირდა 794 დაღუპვა, გამოჯანმრთელდა 7,346 ადამიანი,” – აცხადებენ შტაბში.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სისტემური კვლევისა და ინჟინერიის ცენტრის თანახმად, ჩინეთში 83 912 პაციენტია COVID-19-ის ინფექციით დარეგისტრირებული.