“პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ერთის მდგომარეობა რჩება მძიმედ”

თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამჟამად 87 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული. გუშინ მხოლოდ ერთს ჩაუტარდა ტესტირება და უარყოფითი პასუხი მოვიდა. დღეს მას კლინიკიდან გავწერთ. ამის შესახებ ამავე კლინიკის დირექტორმა განაცხადა.

„დღეს გაგზავნილი გვაქვს 30 პირველადი ტესტი ლუგარის ლაბორატორიაში და ვნახოთ რა შედეგებს მივიღებთ. რაც შეეხება რეანიმაციულ პაციენტებს, შვიდიდან  ექვსის მდგომარეობა მკეთრად გაუმჯობესებულია, მხოლოდ და მხოლოდ ერთის მდგომარეობა რჩება მძიმედ, მაგრამ ვინარჩუნებთ ვიტალურ პარამეტრებს. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა, რომლებიც აგრძელებენ მკურნალობას სხვადასხვა განყოფილებებში, ამ ეტაპამდე სტაბილურია,“- აღნიშნა ლევან რატიანმა.