“უკეთესი იქნებოდა ევროკავშირს უფრო მკაფიო გეგმა ჰქონოდა, დროში გაწერილი, კონკრეტული ქვეყნების გაწევრიანების კუთხით”- ირაკლი კობახიძე

კეთესი იქნებოდა ევროკავშირს უფრო მკაფიო გეგმა ჰქონოდა, დროში გაწერილი, კონკრეტული ქვეყნების გაწევრიანების კუთხით,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით,  როცა ქვეყანა 18 წელი ელოდება გაწევრიანებას და მას ეუბნები, რომ 7 წლისთავზეც შეიძლება არ მოგენიჭოს წევრის სტატუსი, ეს, რა თქმა უნდა, პესიმიზმის საფუძველს იძლევა, რაც ძალიან ცუდია.

„შარლ მიშელმა დაასახელა კონკრეტული წელი, 2030 წელი [ევროკავშირის გაფართოების თვალსაზრისით]. ეს იძლეოდა ოპტიმიზმის საფუძველს, სულ მცირე ბალკანეთის ქვეყნებისთვის. თქვენ იცით, რომ მაკედონია უკვე 18 წელია ელოდება გაწევრიანებას. უკვე 18 წელია მაკედონია არის კანდიდატი ქვეყანა, თუმცა დღემდე არ განიხილება აქტიურად მისი გაწევრიანების საკითხი. როცა დასახელდა 2030 წელი, ალბათ, ეს იყო მაკედონიისთვის, სერბეთისთვის, მონტენეგროსთვის იმედისმომცემი განცხადება, თუმცა, მოგვიანებით, ევროკომისიამ ესეც უარყო და აღნიშნა, რომ 2030 წელზეც საუბარი არის არასწორი. როცა ქვეყანა 18 წელი ელოდება გაწევრიანებას და მას ეუბნები, რომ 7 წლისთავზეც შეიძლება არ მოგენიჭოს წევრის სტატუსი, ეს, რა თქმა უნდა, პესიმიზმის საფუძველს იძლევა, რაც ძალიან ცუდია. უკეთესი იქნებოდა ევროკავშირს უფრო მკაფიო გეგმა ჰქონოდა, დროში გაწერილი, კონკრეტული ქვეყნების გაწევრიანების კუთხით.

ოპოზიცია ყოველთვის სპეკულირებს, ჩვენთვის კი მთავარია, ვიაროთ წინ ევროპისკენ, ამისთვის გვჭირდება შესაბამისი რეფორმების განხორციელება, გვჭირდება ეკონომიკური ზრდა. ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს ხელშესახები პროგრესი. ესაა ჩვენთვის მთავარი და იმ სპეკულაციებზე პასუხი, რომელსაც ოპოზიციის მხრიდან ვისმენ”, – განაცხადა  კობახიძემ.